ისტორიაში პირველად – საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გერმანიის ნაკრები (4-2) დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მოპოვება ისტორიაში პირველად მოახერხა.