საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაამთავრა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ინდივიდუალურ ასპარეზობაში წარმატებით იასპარეზა და ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

ისტორიული შედეგი დაფიქსირდა -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რომლის ფინალშიც ერთმანეთს  ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალს –  მაისურაძე, ვერცხლს კი ბექაური დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვება.

ქართველმა ვაჟმა ძიუდოისტებმა არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.