სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნახევარფინალში ფრანგი მაქსიმ პიანფეტი 15:11 დაამარცხა, ფინალში კი იტალიელ რიკარდო ნუჩიოს 15:6 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ მსოფლიო თასის მისთვის პირველი მედალი (ვერცხლი) სწორედ ესპანეთის დედაქალაქში 2016 წლის 13 მაისს დაისაკუთრა, შარშან 6 მაისს ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა, წელს კი კოლექცია სრულად შეავსო და ოქროს მედალს დაეუფლა.

საგულისხმოა, რომ ბაზაძე 2022 წლის მადრიდის მსოფლიო თასიდან დღემდე ზედიზედ მე-11 ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, გრან-პრი, მსოფლიო თასი) საუკეთესო სამეულშია.