ბერლინში CITY LIGHT-ის მსოფლიო პრემიერა შედგება

დღეს, 14 მაისს და სამშაბათს, 16 მაისს, ლუდვიგსბურგის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში CITY LIGHT-ის მსოფლიო პრემიერა შედგება – პირველად ბერლინის პოტსდამის თეატრის სცენაზე ყველანი ერთად – ლიზა ბათიაშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრი. სცენარის ავტორი და რეჟისორი – თეო ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე.

„ყველას გელოდებით, ვინც გერმანიაში იმყოფებით და ჩვენს პერფორმანზე დასწრების შესაძლებლობას იპოვით. დიდი ბედნიერება იქნება ჩვენთვის დარბაზებში ჩვენი თანამემამულეების ხილვა და სწორედ იმ პროგრამის შესრულება, რომელიც ლიზას შემოქმედებით ბიოგრაფიაში ყველაზე განსაკუთრებული და ყველაზე ეროვნულია, მიუხედავად მრავალი ქვეყნის კომპოზიტორთა საოცარი მუსიკისა, რაც ჩვენს პროექტში სცენაზე აჟღერდება (ბახი, შტრაუსი, ჩაპლინი, ლეგრანი, მორიკონე, პიაცოლა, ყანჩელი და ა.შ.). დაუვიწყარ საღამოებს გპირდებით!“, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.