მიუნხენში მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის “ჯადოსნური მთა” მსოფლიო პრემიერა შედგა

მიუნხენში, კინოფესტივალზე “Dok.fest.Munich” მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმის – “ჯადოსნური მთა” მსოფლიო პრემიერა შედგა. „ჯადოსმური მთა“ ფესტივალის მთავარ კონკურსში აჩვენეს.

ფილმი მარიამ ჭაჭიას აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.

„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.