ქვიშის თამაშების მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა

ბუენოს-აირესში, მსოფლიოს ქვიშის თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირი, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიც იყო, საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.

კონკურენციაში ხუთი ქართველი ჩაება და ხუთივემ მედალი მოიპოვა. საბოლოო შედეგი – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი.

ჩემპიონები გახდნენ: ნიკა კენჭაძე (80 კგ), დაჩი ფირუზაშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) მეორე საპრიზო ადგილი, ხოლო დავით ხუციშვილმა (90 კგ) – მესამე ადგილი დაიკავა.