„Tourism&Travel Expo“-ში საქართველომ მონაწილეობა მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღო

მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით,  6-9 აპრილს, ქ. კიშინეუში გაიმართა  რიგით 26-ე საერთაშორისო სპეციალიზებული გამოფენა „Tourism&Travel Expo“, სადაც საქართველომ მონაწილეობა მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მიიღო.

გამოფენის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან, არსებულ ტურისტულ პროდუქტებთან და სერვისებთან დაკავშირებით მიეღოთ ინფორმაცია. გამოფენის განმავლობაში ასევე, აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ შეხვედრები და პრეზენტაციები გაიმართა.