The Program on Georgian Studies და Harvard University and the Somerville Arts Council-ი ავტორის შესარჩევად კონკურსს აცხადებს

მწერალთა სახლის ინფორმაციით, The Program on Georgian Studies და Harvard University and the Somerville Arts Council-ი საქართველოში აცხადებს კონკურსს ავტორის შესარჩევად, რომელიც გაცვლით კულტურულ პროექტში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსი ითვალისწინებს ამერიკელ მწერალთან ერთად მუშაობას, ერთობლივი ნამუშევრის შესაქმნელად. შერჩეული კანდიდატი მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს გაემგზავრება ბოსტონში, პროექტის პრეზენტაციაზე.