ზვიად გოგოჭურმა ალექსანდრიის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური 2023 წლის ალექსანდრიის გრან-პრის გათამაშების გამარჯვებულია.

გოგოჭურმა (+90კგ) წონით კატეგორიაში  პირველ შეხვედრაში ყაზახი პარასპორტსმენი დაამარცხა, ნახევარ ფინალურ ბრძოლაში ბრიტანელ  პარალიმპიურ ჩემპიონს სძლია, ფინალში კი ქართველმა  ფალავანმა უზბეკ  მოწინააღმდეგეს  მოუგო ბრძოლა  და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.