ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ჩარლზ ბუკოვსკის „ბუტერბროდი ჭვავის პურით“

მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ქართულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „პალიტრა L” მიერ გამოიცა ჩარლზ ბუკოვსკის „ბუტერბროდი ჭვავის პურით“.

მთარგმნელი: ზაალ ჩხეიძე.

„ბუტერბროდი ჭვავის პურით“ ბუკოვსკის მეოთხე რომანია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოიცა. წიგნი ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, ჰენრი ჩინასკის ბავშვობისა და მოზარდობის შესახებაა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ამბებსა და განცდებზე მოგვითხრობს.