საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა სტამბოლის ღია ჩემპიონატსა და პრეზიდენტის თასზე დიდ წარმატებას მიაღწია და ტურნირზე მონაწილე 30 ქვეყანას შორის 6 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გოგა ხახალაშვილი და გელა ზარქუა სტამბოლის ღია ჩემპიონატის და პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
სანდრო მეგრელიშვილმა და გიორგი ხიზანიშვილმა პრეზიდენტის ევროპის თასის ოქროს მედლები მოიპოვეს.
გიორგი ხიზანიშვილი სტამბოლის ღია ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელიც გახდა, გიორგი ნიკოლაძემ კი პრეზიდენტის ევროპის თასის ვერცხლი აიღო.
ლია ჩაჩიბაია ორივე ტურნირის ბრინჯაოს მედლების მფლობელია.