ფრანგულ ენაზე გამოცემული ქართველი ქალი პოეტების ანთოლოგია სრულიად გაყიდულია

საერთაშორისო ინტერნეტმაღაზია ამაზონის ინფორმაციით, მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ფრანგულ ენაზე გამოცემული ქართველი ქალი პოეტების ანთოლოგია სრულიად გაყიდულია და მხოლოდ ერთი ეგზემპლარია დარჩენილი.

ბაჩანა ჩაბრაძის მიერ ფრანგულად თარგმნილი ანთოლოგია გამომცემლობა L’ Inventaire მიერ 2021 წელს გამოიცა. ანთოლოგიაში შესულია ლია სტურუას, მაია სარიშვილის, ელა გოჩიაშვილის, რუსუდან კაიშაურის, დიანა ანფიმიადის, ეკა ქევანიშვილის, ლია ლიქოკელის, ლელა ცუცქირიძის, ირმა შიოლაშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლელა სამნიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ნატო ინგოროყვას, ნინო სადღობელაშვილისა და თეა თოფურიას ლექსები.