სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა

25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი სრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.