ეგარ ვაჰიდი საქართველოში Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ოფიციალური მენტორი გახდა

ფაბლაბ ილიაუნის ინფორმაციით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ეგარ ვაჰიდი საქართველოში Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის (GDSC) ოფიციალური მენტორი გახდა.

„ნეგარი 2020-2021 სასწავლო წელს იყო GDSC-ის ლიდერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ პერიოდში მან ორგანიზება გაუწია სხვადასხვა ღონისძიებასა და ტრენინგებს როგორც მოსწავლეებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. სწორედ ასეთი შრომის გამო დაიმსახურა მენტორის წოდება. ეგარი მზად არის, დაეხმაროს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს საქართველოდან, ხორვატიიდან და საბერძნეთიდან.

იგი დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტით და მანქანური დასწავლით. შარშან დააარსა კომპანია Elara Tech. 2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით მოსწავლეებს ასწავლიდა პითონის კურსს, რომელსაც 30 კურსდამთავრებული ჰყავს.“ – ნათქვამია ფაბლაბ ილიაუნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულთათვის პროგრამირებასა და ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობის ჩატარებას.