12 ივნისს, სოფელ ხაშმში, რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სოფელში, მწერლის დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად, „,რეზოობის” სახალხო დღესასწაული აღინიშნება.
საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინფორმაციით, 12:00 საათზე, სოფელ ხაშმის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში, რევაზ ინანიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ, მწერლის სახლ-მუზეუმში შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
„რეზოობის” – სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, 16:00 საათზე, საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრის მიერ, კულტურის სახლის სცენაზე წარმოდგენილი იქნება რევაზ ინანიშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „ლამაზი ცრემლები“ (რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი).
ღონისძიების ორგანიზატორია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ. კულტურის ობიექტების გაერთიანება