გერმანული ენის თვე იწყება

თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, ოქტომბერში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებზე ყველაფერი გერმანული ენისა და გერმანულენოვანი რეგიონის კულტურის გარშემო იტრიალებს.

პირველი საინტერესო ღონისძიება პირველ ოქტომბერს გელით:

გამოსცადეთ თქვენი ცოდნა  რამდენად კარგად იცნობთ გერმანიას და მის კულტურას. მიიღეთ მონაწილეობა ყოველკვირეული ფეისბუქ ქვიზში.

პირველი ოქტომბრიდან, ექვსი კვირის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, 18 საათზე, გერმანიის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება კითხვა გერმანიასთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ, არა მარტო გამოავლინოთ თქვენი ცოდნა, არამედ მიიღოთ პრიზებიც: პირველი სწორი პასუხი დაჯილდოვდება.

„მართალია ბევრი ღონისძიება პანდემიის გამო ონლაინ-ფორმატში ჩატარდება, მაგრამ რამდენიმე ღონისძიება მაინც არის დაგეგმილი ჩვეულ ფორმატში. ჩვენი ფეისბუქის გვერდის „სამი ქვეყანა – ერთი ენა“ მეშვეობით მოგაწვდით ინფორმაციას ყველა ღონისძიების შესახებ.“ – ნათქვამია თბილისში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.