“6 ქალაქი, რომელსაც კორონავირუსის შემდეგ უნდა ეწვიოთ” – Culture Trip-ის სიაში თბილისიც მოხვდა

Culture Trip ცნობილი სამოგზაურო ბლოგია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 450-ზე მეტ ტურისტულ მიმართულებას აცნობს მკითხველს. გვერდს სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავს.

ამჯერად ბლოგზე ის 6 ევროპული მიმართულება გამოჩნდა, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის ჩავლის შემდეგ ტურისტები უნდა ეწვიონ, მათ შორის ერთ-ერთი თბილისია.

თბილისთან ერთად სიაში მოხვდნენ: გდანსკი(პოლონეთი), კორდობა(ესპანეთი), გოთენბურგი(შვედეთი), ბელგრადი(სერბეთი) და ტირანა(ალბანეთი).

https://www.facebook.com/culturetrip/videos/1668577413280336/UzpfSTE3MTcyODk0MjE4NjYxNDE6MjUyMTU1MzI3NDc3MzA4MQ/