გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოკითხვაში თორნიკე ყიფიანის სიმღერა 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა.

ონლაინგამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა –  “Take Me As I Am” გახდა. ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებს ერგოთ.