იტალიის საელჩოს წარმომადგენლები „გრაალის“ მოსწავლეებს შეხვდნენ

შობის საღამო  იტალიის საელჩოში განსაკუთრებულად აღნიშნეს – საელჩოს წარმომადგენლები სკოლა „გრაალის“ მოსწავლეებს შეხვდნენ.

”გრაალში”,  იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს დაფინანსებით, იტალიური ენა ისწავლება. მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული აქტივობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხატვა, მოდა, მუსიკა და კულინარია. ბავშვებმა თავი კრეატიულობით გამოიჩინეს და იტალიური ბრენდი Unica-ს სავაჭრო ნიშნის გამოყენებით, სხვადასხვა აქსესუარი შექმნეს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ  სკოლა „გრაალი“ და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი „მინერვა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები