საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ფასი იზრდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის ფასი მატულობს და იგი არ ასოცირდება იაფი ღირებულების ღვინოებთან. 

უწყების ცნობით, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, ერთი ლიტრის ღვინის საექსპორტო ფასი ევროპის ქვეყნებში ასე გამოიყურება: საფრანგეთი – 6,6 ევრო, იტალია – 3,12 ევრო, საქართველო 3,07 ევრო, გერმანია – 2,71 ევრო, პორტუგალია – 2,68 ევრო, ესპანეთი – 1,39 ევრო, და ა.შ.

2018 წელს, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით,  რაოდენობრივად 13 პროცენტით, ხოლო ღირებულებით 20 პროცენტით იყო გაზრდილი და 203 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 2018 წელს რტი ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2,35 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2019 წელს – 2,55 აშშ დოლარი. ტენდენცია მზარდია,  თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვინის გასაყიდი ფასი 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ღირებულებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები