“განათლება ძალადობის წინააღმდეგ” – თბილისში საქველმოქმედო გამოფენა გაიმართება

“განათლება ძალადობის წინააღმდეგ”- ასე ჰქვია საქველმოქმედო გამოფენას, რომელიც 22 დეკემბერს ანემონეში გაიმართება. შემოსული თანხა კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში სამკითხველო სივრცის შექმნას უნდა მოხმარდეს. ღონისძიებაში 14 ქართული საწარმო უკვე ჩაერთო.

“ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად ადამიანები სხვადასხვა ხერხს იყენებენ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი განათლებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში მოეწყოს წიგნების წასაკითხად განკუთვნილი სივრცე. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ადგილი, სადაც იქ მყოფი ადამიანები შეძლებენ თავშესაფრის კედლებს გასცდნენ და განიტვირთონ ჩვენ მიერ კეთილმოწყობილ სივრცეში”- ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, ნახატები და ქართული ტკბილეული. ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო საღამოს ჰპირდებიან – მუსიკითა და საახალწლო განწყობით.

მსურველებს შემოწირულობების გაღება სპეციალური საბანკო ანგარიშის საშუალებითაც შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები