ზაზა ურუშაძის “სამი სახლის” კინოჩვენება ვაშინგტონში გაიმართა

აშშ-ში საქართველოს საელჩომ წლის ბოლო ფილმის ჩვენებას უმასპინძლა და ფილმი “სამი სახლი“ წარადგინა. კინოჩვენება  თვის დასაწყისში მოულოდნელად გარდაცვლილ რეჟისორს, ზაზა ურუშაძეს მიუძღვნა.

ზაზა ურუშაძემ “სამი სახლი” 2008 წელს საკუთარი სცენარის მიხედვით გადაიღო.  ფილმში მთავარ როლებს თანამედროვე ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი სახეები: ჟანრი ლოლაშვილი, ზურაბ ყიფშიძე, მურმან ჯინორია, ნინელი ჭანკვეტაძე, ნატო მურვანიძე და ეკა ანდორნიკაშვილი ასრულებენ.

ვაშინგტონში შეკრებილებს საელჩოს მრჩეველმა, სოფიო გეგეჭკორმა სტუმრებს ფილმთან ერთად, თავად რეჟისორის შემოქმედებაც გააცნო. კინოჩვენება აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. ამავე პროექტის ფარგლებში, საქართველოს საელჩო აშშ-ში ყოველთვიურად მასპინძლობს ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე რეჟისორების ფილმების ჩვენებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები