“ყველა ქართული კერძი პოეზიაა”  – BBC ქართული სამზარეულოს შესახებ 

T2XRGP Georgian dumplings Khinkali with meat and red papper, on black plate

“სხვა ქართული კერძის მსგავსად, არც ხინკალი წარმოშობილა აქ. თუმცა, ეძებო მისი პირველად დამზადების ადგილი, ნიშნავს, დაუპირისპირდე ძლიერ ეროვნულ მითებს”- წერს BBC ხინკლის შესახებ.

თუმცა გამოცემის სტატია ,ხოლოდ ხინკალსა და ქართულ სამზარეულოს როდი ეხება –  ბრიტანელი ჟურნალისტები ქართული კულტურისა და სოციალური ცხოვრების თავისებურებებითაც ისტერესდებიან. გასტრონომიას კი სწორედ ამ სოციალური ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავენ.

თუშეთი, თბილისი და თეკუნა გაჩეჩილაძის სამზარეულო – “ბიბისი” სამი სხვადასხვა ადგილიდან ცდილობს, აუხსნას მკითხველს რატომაა ასეთი განსაკუთრებული “ცომში გახვეული ხორცის”  გუნდა, რომელიც “ქართულ სუფრაზე ბუჩქებად დალაგებული საკვების” ერთ-ერთ მთავარ ფიგურას წარმოადგენს.

ავტორი ცდილობს ხინკალს მოძმეები მსოფლიო სამზარეულოში უპოვოს და რუსული პილმენს, ევროპულ პიაგორის, აზიურ სამოსასა და იაპონურ გიმოზას ასახელებს. თუმცა,თავადვე აღნიშნავს, რომ “თუკი ქართველებს ეტყვით, ხინკალი ქართული კერძი არააო, ისინი ნამდვილად მოგკლავენ.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები