იტალიური გამოცემა ქართული ღვინით დაინტერესდა

იტალიური ონლაინ- გამოცემა “Egnews” ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატია,  სათაურით  “საქართველოს ათასწლეულების მევენახეობა რომში”, იტალიაში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაციას ეხმაურება. ავტორი, ბრუნო ფალჩო, ქართული ღვინის წარმომავლობას, მის 8000-წლიან კულტურასა და თანამედროვეობას განიხილავს.

“საქართველო სულ უფრო და უფრო მეტი არქეოლოგიური მასალით ამტკიცებს, რომ სწორედ ისაა ღვინის სამშობლო, არადა, ამისთვის ქართული ღვინის დაგემოვნებაც საკმარისია” – ნათქვამია სტატიაში.გამოცემა მკითხველს ქართული ღვინის რამდენიმე კომპანიასაც აცნობს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში, განსხვავებული ტექნოლოგიით აყენებენ ღვინოს.

EGnews 2007 წელს შექმნილი ონლაინ- გამოცემაა, რომელიც ძირითადად ტურისტული ინფრასტრუქტურის, ღვინისა და გასტრონომიული კულტურის შესახებ წერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები