ბერლინში ქართული ღვინის წინასაახალწლო პრეზენტაცია გაიმართება 

20-21 დეკემბერს გერმანიის დედაქალაქი ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლებს. ღონისძიება “Garten Kladow-ში” გაიმართება და სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ ტრადიციული ქართული მეთოდებით დამზადებული ქვევრის ღვინო და ქართული კერძები, რომლებსაც მათთვის კატია გურკაში მოამზადებს.

ქართული ღვინის დეგუსტაცია ბერლინში ღვინის კომპანია “Weingut chelti-ის” ორგანიზებით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები