ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებში პირველი მედლები მოიპოვა

ისრაელში  მიმდინარე 15 და 17- წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გურამ ვეკუამ საქართველოს ნაკრებში პირველი მედლები მოიპოვა.

96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ ვეკუამ ატაცში სამივე ცდა (118/122/126) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამასთან მეორე და მესამე მისვლაზე ევროპის რეკორდებიც გააუმჯობესა.

ვეკუა საუკეთესო იყო აკვრაშიც. მან  სამივე მისვლა წარმატებით დააგვირგვინა (144/148/151) და ოქროს მედალი დაისაკუთრა. გარდა ამისა, სამივე შემთხვევაში ევროპის რეკორდები გააუმჯობესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები