ბელგიაში ქართველი პიანისტის კონცერტი გაიმართა

ბელგიაში საქართველოს საელჩომ ქართველი პიანისტის, ანა ყიფიანის კონცერტს უმასპინძლა. მუსიკოსმა შუმანის, ლისტის, შოპენის, ბალაკირევის და ლაღიძის ნაწარმოებები შეასრულა. კონცერტი საშობაო მიღებით დასრულდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემნოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

ახალგაზრდა მუსიკოსი, ანა ყიფიანი უამრავი პრემიის, გრან–პრის მფლობელი და ისეთი კონკურსების ლაურეატია, როგორებიცაა: ვლადიმირ კრაინევის სახელობისა და  არტურ რუბინშტეინის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსები, „ვერბიეს“ მუსიკალური ფესტივალი, მარია ჰერეროს პიანისტთა კონკურსი.

ქართველი პიანისტი უკვე გამოვიდა მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ მუსიკალურ არენაზე, მათ შორის, ამსტერდამის სამეფო საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიდერლანდებში. ასევე დაუკრა ლიტვაში ვილნიუსის ფილარმონიის ორკესტრის თანხლებით. ჰქონდა კონცერტები ესპანეთში –  მონტერეიში, სან-პედროს აუდიტორიაში და  სარაგოსაში, მოცარტის აუდიტორიაში.

25 წლის პიანისტი ქართული საკონცერტო დარბაზების იშვიათი სტუმარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები