ქართველების პირველი მედალი ჩინეთიში
ქართველმა ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ) ჩინეთის ქალაქ ცინდაოში გამართულ „მასტერსის” სერიის ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მარგველაშვილმა სლოვაკი სპორტსმენი ადრიან გომბოკი დაამარცხა. ამ წონაში პირველ ადგილზე გავიდა იტალიელი ძიუდოისტი მანუელ ლომბარდო, ხოლო მეორეზე მონღოლი კერლენ განბოლდი.
შეჯიბრების პირველი დღის შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ ქართველი ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი (-60), ეთერ ლიპარტელიანი (-57) და ბაგრატ ნინიაშვილი (-66), მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.
14 დეკემბერს მედლებისთვის ბექა ღვინიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა ბექაური (-90), ვარლამ ლიპარტელიანი (-100), გელა ზაალიშვილი და ლევან მათიაშვილი (+100) იბრძოლებენ.
ტურნირი ჩინეთში 14 დეკემბერს დასრულდება. საპრიზო ფონდი 296 ათას დოლარს შეადგენს.