ანტიკური რომის ხელოვნების საოცარი ნიმუშები კვლავ თბილისშია
სილამაზე დროისა და სივრცის მიღმა – ანტიკური რომის ხელოვნების საოცარი ნიმუშები კვლავ თბილისშია.
იტალიის საელჩოს მიერ საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და “დინო და ერნესტა სანტარელის ფონდთან” თანამშრომლობით, დ. შევარდნაძის სახ. საქართველოს ეროვნულ გალერეაში, გამოფენა “მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” გაიხსნა.
გამოფენა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის ALL’italiana-ს ფარგლებში იმართება.
‘’მარადიული რომის’’ შედევრები დამთვალიერებისთვის 2020 წლის 29 თებერვლამდე ღიაა.