ქართული ღვინო ბელგრადში ღვინის გამოფენაზე წარადგინეს
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატიო კონსულისა და “ბელგრადის ღვინის სალონის” ორგანიზებით, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში, რომელიც 6-7 დეკემბერს ბელგრადში გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული კომპანიების მიერ წარმოებული სპირტიანი სასმელები და ქართული ნუგბარი, რომელმაც დამთვალიერებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.
“ბელგრადის ღვინის სალონი” სტუმრებს უკვე 16 წელია მასპინძლობს. წელს გამოფენაში მონაწილეობა 15 ქვეყნის 100-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.