ქართველი ტანმოვარჯიშეები ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

12-წლამდელთა სინქრონულ ხტომაში  მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა პირველი ადგილი  დაიკავეს. ბატუტზე ხტომის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიის დედაქალაქში იმართება, ქართველი სპორტსმენები კი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიაში ასპარეზობენ.

16-წლამდელთა ერთეულში ანანო აფაქიძემ მე-10 ადგილი, მეგი ფარულუამ – 49-ე, ხოლო სოფო დაშნიანმა 64-ე ადგილი დაიკავა.  ტოკიოში მედლებისათვის ბრძოლას 16-წლამდელთა წყვილი აგრძელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მსაჯთა შორის საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერიაც გახლდათ.

წყარო: ლელო 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები