„კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“
6-14 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ელისო ვირსალაძის კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის „კლასიკური მუსიკა ალტერნატიულ სივრცეში“ ფარგლებში, კონცერტები ჩატარდება და მასში მონაწილეობას საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები და მსოფლიოში გამოჩენილი მუსიკოსები მიიღებენ.
პირველ დღეს, 6 დეკემბერს ცნობილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი და აშშ-ში მცხოვრები თურქი პიანისტი ოზგურ აიდინი გახსნიან და მას საქართველოს ხელოვნების სასახლე უმასპინძლებს.
8 დეკემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება კონცერტი, რომელშიც კამერული ორკესტრი „ოპერის კამერატა“ (ხელმძღვანელი – ლელა მჭედლიძე) რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით და სოლისტები: ბრიუსელის დედოფალი ელისაბედის 2019 წლის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატები ჯულია პუსკერი და ევა რაბჩევსკა დაუკრავენ.
10 დეკემბერს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს გამართავს კანადაში მცხოვრები გამოჩენილი ვიეტნამელი პიანისტი დანგ ტაი შონი. საღამო საქართველოს ხელოვნების სასახლის დარბაზში ჩატარდება.
14 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პოლონეთის ახალი თაობის ერთ-ერთი წამყვანი სიმფონიური ორკესტრის – ბეთჰოვენის აკადემიის ორკესტრის (დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი) და პოლონელი პიანისტის, შიმონ ნერინგის კონცერტს – „პოლონური მუსიკა თბილისში“ უმასპინძლებს.