პატარა ექსპერიმენტიდან დიდ პროექტამდე

„მოგესალმებით, მე ირაკლი არახამია ვარ. 16 წლის ვარ და  ჩხოროწყუს რაიონ სოფელ კირცხში ვცხოვრობ… ჩვენს ორგანიზაციას აქვს ბევრი იდეა, რომლებსაც ვერ ვახორციელებთ, რადგან არავინ გვიდგას გვერდით“, – მსგავსი შინაარსის უამრავ წერილს  ორგანიზაცია „ორბელიანი“ დღემდე იღებს.

„ორბელიანი“ ხუთი წლის წინ, სწორედ ასეთი ადამიანების მხარდასაჭერად, ქართველ მეგობრებთან ერთად, მარკ მალენმა და ჯული ქემპელმა შექმნეს. 2014 წლის 1 დეკემბერს მათი პირველი პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით დაიწყო. ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი, იმის საჩვენებლად, რომ ათასობით ირაკლისნაირი ადამიანია საქართველოში და მათ სჭირდებათ შანსი და მხარდაჭერა, რომ შეცვალონ საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ.

რა გზა აირჩიეს ასეთი ადამიანების დასახმარებლად, – ამის შესახებ ორგანიზაცია “ორბელიანის” დირექტორი, ქეთი ხაჩიძე  გვესაუბრება.

– ჩვენი მიდგომა ინოვაციური იყო, ჩვენ უარი ვთქვით ბიუროკრატიაზე, რთული საგრანტო განაცხადის ფორმაზე, იმისთვის, რომ მეტი ადამიანისთვის მიგვეცა ბიძგი,  მეტს გაერისკა, მეტს გამოეცადა თავისი თავი, მეტს ეშრომა მოხალისეობრივად. ჩვენ გვჯეროდა, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი, შემოქმედებითი ადამიანი არსებობდა საქართველოში, ვისაც სურდა თავისი დრო და უნარები დაეხარჯა პატარა სოფლის, უბნის, თუ ქალაქის გასაუმჯობსებლად.

მარტივად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. „ორბელიანისგან“ მათ მხოლოდ მცირე რესურსი მიიღეს, დანარჩენი რესურსების მობილიზება კი თავად შეძლეს საკუთარი ენერგიის, უნარების, კრეატივის, მეგობრების და კავშირების მობილიზების ხარჯზე.

–     რამდენი იდეა დაფინანსდა ამ ხუთი წლის მანძილძე?

–       294 იდეა დაფინანსდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელშიც 5,000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობრივად იყო ჩართული. გარდა ამისა, ორბელიანის მიერ ნომინირებული სამი მოხალისე “ადამიანის უფლებათა ტიტით” დაჯილდოვდა. თავად ორგანიზაციამ  კი  შარშან ”ახალაგზრდული იდეების ქომაგის’’ კატეგორიაში გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები