ქართველი მსახიობი გერმანულ სერიალში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს
გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ბექა ბედიანაშვილი გერმანიის ერთ-ერთ წამყვან არხზე მიიწვიეს. ბექა მონაწილეობას მიიღებს სერიალში „Merz gegen Merz“ , რომელიც ZDF-ის ეთერში გავა.
ბექა ბონის თეატრის, „SpringMaus“-ის მსახიობია და დეკემბერში ამავე თეატრის სპექტაკლში „Auf die Tanne fertig los“ – მიიღებს მონაწილეობას.