დავით მაღრაძე აღმოსავლეთ ევროპაში „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად დასახელდა

პოეზიის მსოფლიო აკადემიამ, პერიოდული გამოცემის, „პოეზიის პლანეტის” კორესპონდენტად, აღმოსავლეთ ევროპაში,  ქართველი პოეტი დავით მაღრაძე დაასახელა.

გამოცემასთან „პოეზიის პლანეტა” თანამშრომლობა დავით მაღრაძის ინგლისურენოვანი ლექსებისა და სტატიით – „პოეზიის დანიშნულება და მდგომარეობა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში“ გამოქვეყნებით დაიწყება.

პოეზიის მსოფლიო აკადემია მეოცე საუკუნეში ცნობილმა პოეტებმა დააფუძნეს. დღეს აკადემიას ნადირ აზიზი ხელმძღვანელობს.

დავით მაღრაძე  პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრი 2013 წელს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები