„საზღვრებს მიღმა“ – სამი ქართველი მუსიკოსის კონცერტი გერმანიაში
„Hinter den Grenzen საზღვრებს მიღმა“ – ასე ჰქვია მუსიკალურ საღამოს, რომელსაც 3 ქართველი მუსიკოსი გერმანიის ქალაქ შეერში 30 ნოემბერს გამართავს.
რუსუდან და ნატალია მეიფარიანები, გიგა ხელაიასთან ერთად, მსმენელს მსოფლიოში ცნობილ კლასიკურ ნაწარმოებებსა და სრულიად ახლებურ მუსიკას შესთავაზებენ.
რუსუდან მეიფარიანი ქართველი კომპოზიტორი, პიანისტი და მომღერალია, რომელიც წლებია, შტუტგარტში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც “Literatur Haus Stuttgart” წერს, “მისი მუსიკა აერთიანებს კლასიკას, მინიმალიზმსა და ქართულ მრავალხმიანობას. შედეგად ჩვეულებრივი მუსიკა კი არა, მთელი სპექტაკლი იდგმება. “
ქართველი მუსიკოსის ბოლო კონცერტს შტუტგარტმა უმასპინძლა. 20 ნოემბერს გამართულ „ქართულ-ნორვეგიულ“ საღამოს გერმანულმა მედიამ „ენის მაგია“ უწოდა.