ვილნიუსში გამოფენა „საქართველოს ხელოვნების საღამო“ გაიხსნა
27 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართა გამოფენის „საქართველოს ხელოვნების საღამო: თეთრი დელტა“ გახსნა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული მხატვრობის და ტიხრული მინანქრის ნიმუშები. ღონისძიება საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით მოეწყო.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან ღვაჩლიანმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას მიმოიხილა კულტურის სფეროში საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ხოლო ქართველმა მხატვარ-დიზაინერებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება და ესაუბრნენ ქართული ტიხრული მინანქრის ტრადიციის შესახებ.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლიეტუვის ხელოვნებისა და კულტურის, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
ქართული კულტურით დაინტერესებული სტუმრებისთვის წარმოდგენილი იყო მხატვრის გრიგოლ ღვანიას და მხატვარ-დიზაინერების სოფიო ეცადაშვილის, ელენა ფალავანდიშვილის, თამარ ჯაფარიძეს ნამუშევრები.