„დროა, აღმოაჩინოთ თბილისი“- ცნობილი თურქული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

თურქეთის წამყვან გაზეთში “Sabah” თბილისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. ავტორი, იდილ დემირელი, დეტალურად განიხილავს თბილისის ტურისტულ პოტენციალს და თურქ მკითხველს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს.

სტატიაში საუბარია ქართული ღვინის, ტრადიციული კერძებისა  და თბილისური აბანოების შესახებაც. გამოცემა დედაქალაქის ისტორიის მოკლე ექსკურსსაც სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს და ურჩევს, მოინახულოს „პატარა ევროპული ქალაქი, რომელმაც ოსმალეთისა და რუსეთის მმართველობის მიუხედავად, საკუთარი ევროპული ხასიათი შეინარჩუნა“.

„თუკი ჩვენს  შვებულებას უმეტესად საბერძნეთში ვატარებდით, დროა, გეზი აღმოსავლეთ მეზობლისკენ ავიღოთ“ – ნათქვამია სტატიაში.

“Sabah” პოპულარული თურქული გაზეთია, რომელიც 1985 წლიდან გამოდის და მისი ყოველდღიური ტირაჟი 300 000 ეგზემპლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები