ვენაში გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარი მოეწყო

ვენაში რიგით 51-ე გაეროს ქალთა გილდიის საქველმოქმედო ბაზარი (UNWG International Festival – Charity Bazaar) გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს საელჩო ტრადიციულად ქართული კუთხით იყო წარმოდგენილი.

საქველმოქმედო ბაზარზე მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ ქართველი ხელოვანების ნამუშევრები, მათ შორის ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და საქართველოს შესახებ სუვენირები.

გაეროს ქალთა გილდიის საერთაშორისო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ვენაში ყოველწლიურად იმართება და მას ათასობით ადამიანი სტუმრობს. ფესტივალზე შემოსული თანხით ქალთა გილდია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები