კოლხური ღვინის ფესტივალზე აფხაზური კუთხე მოეწყო
ზუგდიდში კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი, “დია“ გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სივრცეები, სადაც საქართველოს ყველა კუთხის ნაწარმი იყო წარმოდგენილი.
ფესტივალზე ცალკე კუთხე დაეთმო აფხაზეთს, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების და ფერმერების პროდუქცია გამოიფინა. ასევე, გაიმართა აფხაზური ღვინისა და სამზარეულოს პრეზენტაცია და დეგუსტაცია, წარმოდგენილი იყო აფხაზური აჯიკა, ჩაი, თაფლი, კოლხური ბზა და ხელნაკეთი ნივთები.ფესტივალში მონაწილეობდა ფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი და ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები.
24 ნოემბერს, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი “დია” გაიმართა.სადაც წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან.