ბათუმი პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

ბათუმში პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 7-20 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი, წამყვანი თეატრალური კომპანიები და დასები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რომელთა შერჩევა მოხდა ექსპერტთა საერთაშორისო საბჭოს მიერ.

ფესტივალის მიზანია, რეგიონის კულტურული ცხოვრების გააქტიურება,  ცნობადობის გაზრდა  და  პოპულარიზაცია.

საფესტივალო სპექტაკლებს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს, რომელიც ყველა ტექნიკურ პარამეტრებს აკმაყოფილებს.

საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს გერმანელი რეჟისორის მიხაილ ტალჰაიმერის მიერ დადგმული სპექტაკლი ,,მედეა“ გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები