ნონა გაფრინდაშვილი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ნონა გაფრინდაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონმა, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულმა და “საჭადრაკო ოსკარის” პირველმა მფლობელმა, 65 წელს გადაცილებულ ქალ მოჭადრაკეთა შორის, შესანიშნავად ითამაშა. მან 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოაგროვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ქართველი დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილი მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა. მე-11 ტურში პურევდორჯ ბუჯინლხამი (მონგოლეთი) დაამარცხა და ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები