მექსიკის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს შესახებ გამოფენა მოეწყო
„კულტურული მრავალფეროვნება – საქართველო და მექსიკა“ – ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, კოიოკანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიხსნა.
გამოფენა ეძღვნება ქართულ კულტურას, ენას, დამწერლობასა და ლიტერატურას, ასევე კავკასიის ეთნო-ლინგვისტურ თავისებურებებს, საქართველოს ისტორიისა და დღევანდელობის მნიშნველოვან ასპექტებს.
გამოფენის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, ზურაბ ერისთავი.
ელჩმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქართული ანბანისათვის იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე.
კონფერენციის დასასრულს, ზურაბ ერისთავმა სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხა და ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალი გააცნო.