პარიზი პიანისტ ირაკლი ავალიანის კონცერტს მასპინძლობს
შაბათს, 23 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე პარიზში პიანისტ ირაკლი ავალიანის კონცერტი გაიმართება. საღამოს REAL HALL-ი მასპინძლობს.
კონცერტზე შესრულდება იოჰან სებასტიან ბახის, იოჰანეს ბრამსის და ფრანც შუბერტის ნაწარმოებები.
ქართველი ხელოვანი, ირაკლი ავალიანი წლებია, წარმატებით მოღვაწეობს საფრანგეთში და მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით. მისი პირველი სოლო გამოსვლა საქართველოში 9 წლის ასაკში შედგა.