იზმირში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა
თურქეთის დასავლეთ პროვინიცია იზმირის ქემალფაშას რაიონში ქართული ენის შემსწავლელი კურსები პირველად გაიხსნა, პროექტი ხორციელდება საქართველოს საელჩოსა და იზმირის ქართული კულტურული ასოციაციის მხარდაჭერით.
კურსის მოსწავლეები ქართულ ენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოების საფუძველზე დაეუფლებიან.
სკოლა ნებისმიერი ასაკის მსმენელისთვისაა გათვლილი, ვისაც უბრალოდ ქართული ენის შესწავლა სურს. კურსებზე ქართულ ენას შეისწავლიან როგორც ეთნიკურად ქართველები, ასევე ადგილობრივებიც.