ანა ნიჟარაძე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალშია
საქართველოს ცურვის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერმა, ანა ნიჟარაძემ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 100 მეტრ ბატერფლაის ნახევარფინალში დისტანცია 59.51 წამში დაფარა და მე-6 შედეგით ფინალის საგზური მოიპოვა.
100 მეტრ ბატერფლაის ფინალური გაცურვა დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე, გაიმართება.