ანაკლიაში საზღვაო სეზონი გაიხსნა

ანაკლიაში საზღაო სეზონი გაიხსნა. სეზონის გახსნის ღონისძიების პირველი დღე ჯგუფ ,,ურსას” სოლო კონცერტით და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა. ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა ტურნირები. საღამო კი დუეტ ,,ჯორჯიას” და ლინდა ადამიას კონცერტით დაიხურა.

ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და DMO სამეგრელოს ორგანიზებით გაიმართა.

ანაკლია წელს სხვადასხვა ფესტივალს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები