ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე შერეულ გუნდებს შორის საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – ბრინჯაოსთვის შეხვედრაში საქართველომ თურქეთი დაამარცხა ანგარიშით 4-3.
ქართველი ძიუდოისტებიდან გამარჯვება მოიპოვეს: თინათინ გულბანმა, გიორგი მჭედლიშვილმა, და გადამწყვეტ შეხვედრაში ისევ თინათინ გულბანმა.
გარდა ამისა, ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მაია ღვალაძემ და გიორგი მჭედლიშვილმა მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედლის მფლობელი თინათინ გულბანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები