XXXV კოსანოვის მემორიალზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 მედალი მოიპოვეს
ყაზახეთში მსოფლიო მძლეოსნობის კონტინენტური ბრინჯაოს ტური “XXXV კოსანოვის მემორიალი” გაიმართა. შეჯიბრებაში მსოფლიოს მძლეოსნობის რამდენიმე წევრი ფედერაცია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს სახელით 8 სპორტსმენი მონაწილეობდა – ანდრო გრიგორიანი – 100მ, 200მ; ანი მამაცაშვილი – 100მ, 200მ; ალექსანდრე აივაზიანი – 800მ; ქრისტინე ჭიტაძე – 800მ; ლევან კვარაცხელია – 400 მ/თ; ანა სოხაძე – 200მ, 400 მ/თ; ღულელაური ლაშა – სამმხტომი; მუჯარიძე გიორგი – ბირთვის კვრა.
ამ სპორტსმენებიდან ოქროს მედალი გიორგი მუჯარიძემ (ბირთვის კვრა) მოიპოვა, ვერცხლის მედალი ლაშა ღულელაურმა(სამმხტომი) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანი მამაცაშვილი (200მ) გახდა.