საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო. კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საერთაშორისო ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც გუნდმა წარმატებით გაიარა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები